19 Views
შარტავას ქუჩაზე ავარიის დროს დაშავებულ 8 წლის დათი ქოქრაშვილს მთელი საქართველო გულშემატკივრობს. დათის არაერთი რთული ოპერაცია ჩაუტარდა. ახლა იგი ისრაელში იმყოფება.
დათის ოჯახის წევრები თუ ახლობლები, ბავშვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მუდმივად აწვდიან საზოგადოებას.
სოციალურ ქსელში აქტიურია მისი დედა, ქრისტინე მამუკაშვილიც. ამჟამად იგი დათის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ისრაელში, ერთ-ერთ ტაძარშია გადაღებული.