მარტში რუსეთიდან საქართველოში 223.57 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც, წინა წელთან შედარებით, 728%-იანი მატებაა

0
286
32 Views

საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების თებერვლის სტატისტიკას აქვეყნებს.

მონაცემების მიხედვით, მარტის თვეში რუსეთიდან გადმორიცხული თანხის ოდენობამ 223.57 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 728 პროცენტიანი ზრდაა.

ჯამში, 2023 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 438.39, რაც 127.1%-ით (245.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მარტში ფულადი გზავნილების მიხედვით ხუთეულშია შემდეგი ქვეყნები:

🔴 რუსეთი – $223.57 მლნ (728.96%-იანი მატება)

🔴 იტალია – $43.40 მლნ (20.40%-იანი მატება)

🔴 აშშ – $35.99 მლნ (40.38%-იანი მატება)

🔴 საბერძნეთი – $19.57 მლნ (3.30%-იანი მატება)

🔴 ისრაელი – $18.75 მლნ (10.46%-იანი მატება)

Cesko