30 Views
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
გარდაიცვალა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების თანამშრომელი ლელა საბახტარიშვილი.
„ლელა, ათწლეულების მანძილზე, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობისას, პროფესიონალიზმითა და საქმისადმი ერთგულებით გამოირჩეოდა.
ლელა საბახტარიშვილის სახით სენაკმა დაკარგა ღირსეული და საამაყო მოქალაქე, კიდევ ერთი გამორჩეული შვილი.
ამ დიდ დანაკლისს, მთელი გულით ვუსამძიმრებ ოჯახს, შვილებს, კოლეგებს და ახლობლებს.”,- აღნიშნულია განცხადებაში.
47 წლის ქალი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.