მადრიდის „რეალის“ ყოფილი ვარსკვლავი თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში ერდოღანის პარტიის კანდიდატად დასახელდა

April 18, 13:46
0
159

მადრიდის „რეალისა“ და ლონდონის „არსენალის“ ყოფილი ვარსკვლავი მესუთ იოზილი თურქეთის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიის კანდიდატად დასახელდა, – ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.

იოზილი საფეხბურთო კარიერის დროს გერმანიის ნაკრების ღირსება იცავდა, თუმცა იგი თურქი ემიგრანტების შვილია და ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

გარდა ამისა, მას ახლო ურთიერთობა აქვს ერდოღანთან, რომელიც 2019 წელს ყოფილი ფეხბურთელის ქორწილში მეჯვარედ იყო წარმოდგენილი.

იოზილმა საფეხბურთო კარიერა გასულ სეზონში დაასრულა. მისი ბოლო კლუბი სტამბოლის „ფენერბახჩე“ იყო. შესაბამისად, კარიერის ბოლო წლები ფეხბურთელმა თურქეთში გაატარა.

Cesko