გიორგი გაბუნია მამა გახდა და ფოტოს ავრცელებს- ნახეთ რა ლამაზი სახელი დაარქვეს პატარას

April 15, 13:10
0
2256

ტელეწამყვანი და იუმორისტი გიორგი გაბუნია მამა გახდა. მისი მეუღლე ნინი ფუტკარაძეა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია „ღამის შოუს“ ჯგუფმა გაავრცელა.

„ღამის შოუს ოჯახს პატარა კირა გაბუნია შეემატა. ვულოცავთ გიორგის და ნინის ამ უდიდეს ბედნიერებას!“,- წერენ „ღამის შოუს“ გვერდზე.

წამყვანისთვის კირა პირველი შვილია.

ფოტოს ტელეწამყვანი თავად აქვეყნებს სოციალურ ქსელში.

“ქ.ქუთაისიში ხონელიძის კლინიკაში დაიბადა ქალბატონი კირა გაბუნია ❤️❤️❤️💛 დედას და მამას საყვარელი გოგო ❤️❤️💛” – წერს ტელეწამყვანი.

 

 

Cesko