როგორ უნდა მივიღოთ საკვები ისე, რომ დავნაყდეთ და თან წონაში არ მოვიმატოთ? – გიორგი ღოღობერიძის 5 რჩევა

0
331
24 Views

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გვასწავლის, როგორ უნდა მივიღოთ საკვები სწორად იმისთვის, რომ მარტივად დავნაყრდეთ და წონაში არ მოვიმატოთ:

1. უნდა მიიღოთ ცილებით მდიდარი საკვები: ლობიო, ბარდა, კვერცხი, ხორცი. ამ შემთხვევაში თქვენი კუჭი აღარ გამოიმუშავებს შიმშილის ჰორმონს.

2. ცელულოზით მდიდარი საკვები, როგორებიცაა ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, რთულად მოსანელებელია, კუჭი მას ნელ-ნელა ინელებს. ასე რომ, თქვენ დიდი ხნის განმავლობაში არ მოგშივდებათ.

3. საკვები რაც შეიძლება ნელა მიირთვით. როდესაც იღებთ საკვებს ნელა და მცირე

ლუკმებით, ის ასწრებს წვრილ ნაწლავამდე მისვლას და დანაყრების ჰორმონის გამომუშავებას.

4. უნდა მიიღოთ წყალი კვებამდე. 15 წუთით ადრე 2 ჭიქა წყალი საკმარისად შეავსებს კუჭს და საკვებისთვის ადგილი ნაკლებად დარჩება.

5. საკვების მზადების პროცესში თქვენი ცხვირი სუნის საშუალებით გაძლევთ შანსს, რომ დანაყრდეთ და საკვები ამ გზით მიიღოთ. შესაბამისად, მოგვიანებით ნაკლები რაოდენობის საჭმლის მიღება დაგჭირდებათ.

Cesko