ქირის გადასახადებით შეწუხებულმა ქალბატონმა, პრობლემა მარტივად მოაგვარა…

0
118
35 Views

მიშელ ბოილი ორეგონის შტატში მდებარე შირვუდის რაიონში, პატარა სახლში ცხოვრობდა. დაქირავებულ სახლში ყოველთვიური გადასახადი 1300 დოლარი იყო, რათქმაუნდა მიშელი ამ ფაქტით ძალიან წუხდა და ყოველთვის გამოსავალის ძიებაში იყო… ხშირად კითხულობდა განცხდადებებს სხვადასხვა სახლებსა და ბინებთან დაკავშირებით, თუმცა ხელჩასაჭიდ ფასს ვერსად მიაგნო.

ბოილი მუშაობს კერძო კომპანიაში, სადაც მისი ხელფასი სულ რაღაც 2000- 2500 დოლარამდე მერყეობს. ამ ხელფასიდან მხოლოდ 1000 დოლარამდე თუ რჩებოდა მთელი თვის განმავლობაში, რაც მასზე ძალზედ ნეგატიურად მოქმედებდა.

ერთ დღეს, როდესაც მიშელის შვილებმა გადაწყვიტეს საკუთარ სახლში ცალკე ცხოვრება, ქალბატონს განსაკუთრებული იდეა მოუვიდა აზრად. მან გადაწყვიტა ჰაერში გასროლილი თანხის ნაცვლად შეეძინა 18 კვადრატულ-მეტრიანი მიწის ნაკვეთი და თავის გეგმისამებრ აეშენებინა პატარა სახლი…

როგრ დაებადა ეს აზრი?

ინტერნეტში მან Tiny House -ის სახელწოდების პროექტი შენიშნა. რომელიც მოსახლეობას სთავაზობდა პატარა და კომფორტულ სახლს ნაკლები ხარჯით. აქამდე მიშელის ნაქირავები სახლი 3 საძნებლის და მისაღებისგან შედგებოდა. თუმცა მას ასეთი სახლი აღარ სჭირდებოდა, რადგან მისი შვილები უკვე ცალკე ცხოვრობდნენ, ამიტომ ქალბატონმა გადაწყვიტა, რომ მას 18 კვადრატულიც სავსებით ჰყოფნიდა ცხოვრების დანრჩენილ ნაწილში…

მიშელის 18 კვადრატულიანი სახლი როგორც გარედან, შიდა ნაწილშიც საკმაოდ მიმზდველად გამოიყურება. ის თვეში მხოლოდ 65 დოლარს იხდის, ამ თანხაში შედის, გაზი-დენი-ინტერნეტი. სახლში ლამაზი საძნებელი, წიგნების კარადა, კომპიუტერის მაგიდა სახლის მცირე ინვენტარი დევს. ამ პატარა სახლში აბანო-საპირფარეშოს ჩატევაც მოხერხდა. ზამთარში მიშელის სახლი უფრო ჯადოსნურად გამოიყურება.

როგორც ჩანს მიშელი ამ პროექტით ძლიერ დაინტერესდა. მან კიდევ 4 ასეთი მინი სახლი ააშენებინა, რომელსაც სამომავლოდ გააქირავებს ტურისტებზე. ქალბატონი მიშელი საკმაოდ ჭკვიანი აღმოჩნდა, ის საკუთარ ბიზნესს ქმნის და პარალელურად სახლების დიზაინზე თვითონვე ზრუნავს…

Cesko