„ამ ადამიანმა ამოიღო 100 ლარი და აჩუქა. უთხრა, დაგივარდაო…“ – საოცარი შემთხვევა თბილისის სუპერმარკეტში

October 26, 15:00
0
405

სოციალურ ქსელში ვრცელდება ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი საოცარი ამბავი. სალაროსთან მყოფ ბებოს, რომელიც საფულეში ხურდებს ეძებდა, ახალგაზრდა კაცმა თანხა აჩუქა, თანაც ისე, რომ საკუთარი ქველმოქდება დაფარა:

„ჩემო ტკბილო ხალხო, აი, ასეთი რამეებიც ხდება. ამ ბიჭს თუ იცნობთ, უთხარით უდიდესი მადლობა.

ბებო დიდი ხანი იქექებოდა საფულეში. ხურდებს ეძებდა. აი, ამ ადამიანმა ამოიღო 100 ლარი და აჩუქა. უთხრა, დაგივარდაო. თავს იკლავდა ბებო, არა, მე არ მქონდა და არ დამივარდებოდაო. ხოდა, აი, ორივე უმაგრესი ადამიანია“, – წერს სულხან წულაძე.

Cesko