30 Views
ერევანში, ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე, სცენაზე აზერბაიჯანის დროშა დაწვეს.
ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ სომხური ბიურო ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც დარბაზში აზერბაიჯანის მედროშე შემოვიდა, ერთ-ერთი მაყურებელი სცენაზე ავიდა, გოგონას აზერბაიჯანის ეროვნული სიმბოლო ხელიდან გამოსტაცა და მას ცეცხლი წაუკიდა.
„სამართალდამცველებმა ცეცხლი ჩააქრეს, გოგონას დროშა დაუბრუნეს, აღნიშნული პირი კი დარბაზიდან გაიყვანეს“, – წერს გამოცემა.
ჯერჯერობით, მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია.