30 Views
პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლეკსი არესტოვიჩი, სკანდალურ განცხადებას ავრცელებს:
“რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) ჩუმად გვაწვდის ინფორმაციას კადიროვისა და კადიროველების ადგილსამყოფელზე.”
შეგახსენებთ, The Times-ი წერდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სპეციალური ჯგუფების ხელით სიკვდილს არაერთხელ გადაურჩა და უკრაინის სპეცსამსახურებს ინფორმაცია ФСБ-ში ომის მოწინააღმდეგე პირებმა მიაწოდეს, რის შემდეგაც მკვლელების უვნებელყოფა შეძლეს. ზელენსკის მოსაკლავად გამოგზავნილ ჯგუფებს შორის იყვნენ კადიროვის მებრძოლებიც.