ომის დაწყების შემდეგ, უკრაინამ 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა – Politico

0
256
32 Views

ომის დაწყების შემდეგ, უკრაინამ 100 000-ზე მეტი სამხედრო, მათ შორის ყველაზე გამოცდილი ჯარისკაცები და ოფიცრები, დაკარგა, – ამის შესახებ Politico აშშ-ის ოფიციალური პირების შეფასებებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, აშშ-ის ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად არიან შეშფოთებულნი უკრაინის საბრძოლო მასალის, საჰაერო თავდაცვისა და გამოცდილი ჯარისკაცების რაოდენობის შემცირებით. აშშ-ს სურს, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს ჰქონდეთ იარაღი, რომელიც საჭიროა ბრძოლის გასაგრძელებლად.

გარდა ამისა, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 100 000 ჯარისკაციდან ძალიან ბევრი უკრაინამ ბახმუტში დაკარგა, სადაც რუსეთიც ძალიან დიდ მსხვერპლს განიცდის.

Cesko