გამოკითხვის მიხედვით, თურქეთის ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი რეიტინგით მოქმედ პრეზიდენტს უსწრებს

March 16, 11:47
0
247

წინასაარჩევნო გამოკითხვის მიხედვით, თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ რეიტინგით რეჯეფ თაიფ ერდოღანს უსწრებს.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, მოქმედი პრეზიდენტი ოპოზიციის კანდიდატს რეიტინგში 10%-ით ჩამორჩება.

ქილიჩდაროღლუს მხარს უჭერს გამოკითხულთა 55,6%, ერდოღანს კი 44,4%. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთში 14 მაისს ჩატარდება.

Cesko