მოსკოვის აეროპორტის ვებგვერდზე თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისი გამოჩნდა

April 14, 17:37
0
215

მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტის ვებგვერდზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირდაპირი რეისი გამოჩნდა.

საიტზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ფრენას Georgian Airways განახორციელებს.

ვნუკოვოს აეროპორტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ფრენები 18 აპრილიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით უნდა განხორციელდეს.

PIA.GE ცდილობს, დამატებითი დეტალები Georgian Airways-ში გაარკვიოს.

წყარო: pia.ge

Cesko