გიორგი გამსახურდია BBC-ის გამოძიებაზე: ფაქტია, რომ ამ დანაშაულში „ნაცმოძრაობის“ თითქმის ყველა მაღალი რანგის ყოფილი ხელისუფალი იყო ჩართული, პირდაპირ თუ ირიბად

0
379
23 Views

კეზერას და ნაცბანდის დანაშაულებრივი სქემა ევროპელი პენსიონერების საქმეში იმაზე ღრმად შეიძლება წავიდეს, ვიდრე მოსალოდნელია, – ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი გიორგი გამსახურდია Twitter-ზე წერს.

„ფაქტია, რომ ამ დანაშაულში მათი თითქმის ყველა მაღალი რანგის ყოფილი ხელისუფალი იყო ჩართული, პირდაპირ თუ ირიბად. სამომავლო პერსპექტივაში, სამართლებრივი ვერდიქტის შემდგომ, ეს ყველაფერი იძლევა მყარ საფუძველს, რომ „ნაცმოძრაობა“, როგორც საერთაშორისო დანაშაულებრივი ორგანიზაცია, პოლიტიკურ სივრცეში სრულად აიკრძალოს, მთელი მისი სატელიტებიანად“, – წერს გამსახურდია.

აუდიო მასალის შემდეგ, BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმიც გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

მანამდე BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

Cesko