თბილისის ქუჩებში გამოჩნდა პლაკატები წარწერით „მოღალატე ჯაშუშები“ და „ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები“.
პლაკატებზე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩანან. მათ შორის ელენე ხოშტარია, ლევან ბერძენიშვილი, გიორგი გახარია, მამუკა ხაზარაძე, დავით უსუფაშვილი, ნინო ლომჯარია და ეკა გიგაური.
პლაკატები გამოკრულია მეტრო „300 არაგველისა“ და „ავლაბრის“ მეტროს მიმდებარედ, ამაღლების ქუჩაზე, ყოფილი ციხეების მიმდებარე ტერიტორიაზე, „დელისის“ მეტროსთან, სადგურის მოედანზე, ბახტრიონის ქუჩაზე, აზერბაიჯანის საელჩოსთან, თბილისის #23-ე სკოლასთან, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ოპერის თეატრთან, ყაზბეგის გამზირზე, იუსტიციის სამინისტროსთან, მეტრო „მარჯანიშვილთან“, სუხიშვილის ქუჩაზე.
ეს არის პასუხი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებაზე, რომ თბილისში რუსული ოცნებისა და რუსულ კანონზე ხელმომწერების პოსტერებია გამოკრული.