ერდოღანის განცხადებით, 27 აპრილს თურქეთში შესაძლოა ვლადიმირ პუტინი ჩავიდეს

0
278
19 Views

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შესაძლოა 27 აპრილს თურქეთში ჩავიდეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისივე თქმით, 27 აპრილს თურქეთი თავის პირველ ატომურ ელექტროსადგურს გახსნის, ცერემონიას კი შესაძლოა პუტინი დაესწროს, ვინაიდან „აკუიუს“ ელექტროსადგურის მშენებლობაში რუსული კომპანია „როსატომი“ მონაწილეობდა.

„27 აპრილს პუტინი შეიძლება ჩამოვიდეს, ან ინტერნეტის საშუალებით დავუკავშირდებით და ერთად გადავდგამთ პირველ ნაბიჯს „აკუიუს“ ელექტროსადგურზე“, – განაცხადა ერდოღანმა.

Cesko