დროა ავანსცენაზე მთავარ როლში გამოვიდეს საზოგადოება – ზაზა პაპუაშვილი

0
348
18 Views

საზოგადოებამ ხმამაღლა უნდა განაცხადოს, რომ არცერთ შემთხვევაში არ მოხდება საქართველოში არანაირი მაიდანი, არანაირი რევოლუცია, არანაირი მეორე თუ მეთოთხმეტე ფრონტები და არც არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება, – ამის შესახებ მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ დაანონსებულ აქციაზე „მოვდივარ“ საუბრისას განაცხადა.

„როდესაც ტელევიზიით უყურებ, როგორ უნდათ დაანგრიონ ქვეყანა საზოგადოების სახელით, საქართველოს სახელით და საზოგადოება და საქართველო არ ჩანს, ეს ცოტა არ იყოს უხერხულია. ვფიქრობ, რომ დროა ავანსცენაზე მთავარ როლში გამოვიდეს და დაიბრუნოს თავისი ღირსეული ადგილი, უნარი, შნო, თავისი მორალური და ზნეობრივი საყრდენებით, საზოგადოებამ. არ შეიძლება მუდმივად საზოგადოების აზრი იყოს იგნორირებული.

35 წლის განმავლობაში ვუყურებთ პოლიტიკოსებს, რომლებიც უკვე გაცვდნენ, „ჩაბერდნენ“. მათ ვერ შექმნეს ვერანაირი ალტერნატივა, ვერანაირ მშვიდობას ვერ ჩაუყარეს საფუძველი, არ შეუძლიათ ადეკვატური ოპონირება, საზოგადოების ხმა აქ არის მთავარი, რომ კმარა, უნდა შეწყდეს ეს ყველაფერი და ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში. მას უნდა შესწევდეს უნარი, რომ ხმამაღლა გამოთქვას ეს პროტესტი და დეკლარირება მოახდინოს თავისი წუხილის. ამის გამო უნდა შევიკრიბოთ. ძალიან დიდი რაოდენობით“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.

Cesko