ვის წაყვანას აპირებდა სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში და რატომ გადაიდო მისი გამოსვლა ევროპარლამენტში

April 14, 13:20
0
239

18 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით უნდა გამოსულიყო.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის აღნიშნული ვიზიტი ჩაიშალა.

ზურაბიშვილმა ამაში მთავრობა დაადანაშაულა და თქვა, რომ მისი ევროპარლამენტში დაგეგმილი გამოსვლა ხელისუფლებამ შეაფერხა.

ამ ბრალდებას გუშინვე მოყვა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პასუხი. პრემიერმა ამას ტყუილი უწოდა.

ირკვევა, რომ პრეზიდენტი სტრასბურგში ოპოზიციის და “ქართული ოცნების” ქალი ლიდერების წაყვანას გეგმავდა. ამ დელეგაციაში იქნებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის, ნანა მალაშხია – ქალბატონი ევროკავშირის დროშით მარტის დემონსტრაციებისას, რომელსაც ზურაბიშვილმა 9 აპრილს ღირსების

გუშინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის ერთ-ერთი ვერსიით, ზურაბიშვილი ევროპარლამენტში არ წავიდა, რადგნა მან არ შეიწყალა „მთავრი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია და ამიტომ ევროპისთვის სათქმელი არაფერი ჰქონდა.

Cesko