“როგორ დავიჯეროთ, რომ ევროპარლამენტარები, კონგრესმენ – სენატორები არ იყვნენ ინფორმირებულნი “სააკაშვილის რეჟიმის”  დანაშაულების შესახებ…” – ირაკლი ჯანყარაშვილი

December 13, 16:24
0
862

სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ჯანყარაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს და ფოტოს ავრცელებს:

როგორ დავიჯეროთ, რომ ევროპარლამენტარები, კონგრესმენ – სენატორები არ იყვნენ ინფორმირებულნი “სააკაშვილის რეჟიმის” მმართველობის ფორმის შესახებ!…
არ იცოდნენ იმ დანაშაულებს შესახებ, რომლის შემოქმედიც იყო, რ ე ჟ ი მ ი!
როდესაც წამებაზე გვესაუბრებიან, როდესაც ურცხვად გვიმტკიცებენ, რომ თურმე სააკაშვილი ხელისუფლებას არა ადამიანურ პირობებში ჰყავს.
გადაიკითხონ : ნორა კვიციანის, მოლაშვილის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის, გირგვლიანის და ასობით ნაწამები პატიმრების საქმეები!
რაც შეეხება პოლიტიკური ნიშნით დევნას, კობა დავითაშვილის მაგალითი საკმარისზე მეტია იმის სადემონსტრაციოდ თუ რა მეთოდებით უსწორდებოდა რეჟიმი მისთვის მიუღებელ პოლიტიკურ ფიგურებს!…
თუმცა რა თქმა უნდა ყველა საქმეს ახლოს და ზედმიწევნით იციან, მაგრამ მათ მიზნებს დღეს თავისუფალი მიშა სჭირდება!…

 

Cesko