გარდაიცვალა ღვაწლმოსილი პედაგოგი და ისტორიკოსი –  ამ წუთებში სამწუხარო ინფორმაცია ვრცლედება

0
465
30 Views

სამტრედიის პირველი საჯარო სკოლა სოციალური ქსელით სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„სამტრედიის #1 საჯარო სკოლა იუწყება, რომ გარდაიცვალა ღვაწლმოსილი პედაგოგი, ისტორიკოსი და გამორჩეული ადამიანი გულიზა დეისაძე.
მთელი თავისი სიცოცხლე დიდი სიყვარულითა და პროფესიონალიზმით ემსახურებოდა მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდას. მისი გაკვეთილები სიბრძნის გაკვეთილები იყო. ისტორიული ფაქტების ანალიზი თანამედროვე საზოგადოებრივი ცხოვრების პარლელურად მისი აზროვნების სტილი იყო. თავისი სიბრძნითა და შორსმჭვრეტელობით ნუსხავდა მსმენელს. ძალიან კარგად იცნობდა ადამიანს, უყვარდა იგი და ყოველთვის მართალს ეუბნებოდა მას. გულიზა მასწავლებლის ნათქვამი სიმართლე კი ყველას უყვარდა ვისაც კი ხვდა ბედნიერება და იყო მისი მოსწავლე, კოლეგა, მეგობარი.
ძლიერი ადამიანის კვალი დატოვა დედამიწაზე და თავისი ნათელი ცხოვრებით მარადიულობა დაიმკვიდრა!
ვიზიარებთ ოჯახის დიდ მწუხარებას“ , – აღნიშნულია განცხადებაში.

Cesko