20 Views
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვისკენ ბალისტიკური რაკეტა გაისროლა, რამაც სამხრეთ კორეის სამხედროების შეშფოთება გამოიწვია.
რაკეტამ წყალში ჩავარდნამდე დაახლოებით 1 000 კილომეტრი იფრინა.
სეულში ბალისტიკური რაკეტის გაშვებას „სერიოზული პროვოკაციული აქტი“ უწოდეს, რომელიც არა მხოლოდ აზიანებს რეგიონის სტაბილურობას, არამედ წარმოადგენს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების აშკარა დარღვევას.