„შვედეთში შეხვედრის შესვენების დროს ვკითხე, სად იყო ტუალეტი… ეს უბრალოდ არაადამიანურია“ – სერგეი ლავროვი

0
3496
23 Views

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა შვედეთში გადახდენილი ისტორია გაიხსენა.

„მაპატიეთ დეტალებისთვის, იქ (შვედეთში) შეხვედრის შესვენების დროს ვკითხე, სად იყო ტუალეტი. მაჩვენეს კარი ასოებით WC. ვკითხე: „ეს ქალბატონებისთვისაა თუ ბატონებისთვის?“ მე მითხრეს: „ჩვენ ყველაფერი გვაქვს საერთო“. არ მჯეროდა, მაგრამ ეს ნამდვილად ასე იყო. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენად არაადამიანურია ეს, უბრალოდ არაადამიანური”, – განაცხადა ლავროვმა.

მან აღნიშნა, რომ შემთხვევა გასულ წელს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სამიტზე მოხდა.

ლავროვმა არ დააკონკრეტა, გადაწყვიტა თუ არა გენდერულად ნეიტრალური ტუალეტის გამოყენება.

Cesko