“30 წლიანმა “ტვინების გამორეცხვამ” თავისი გააკეთა” – დემურ გიორხელიძე

0
1930
22 Views

“უკანასკნელი 150 წლის ქართული პრაქტიკები, რომლის გააზრება და აღქმა დღემდე არ მომხდარა! პირიქით, – წარმატებით ვაგრძელებთ სუკუნეზე მეტის ხნის ტრადიციას.

ქართველი ვერ იაზრებს, რომ ნებისმიერ ტოტალიტარულ სისტემაში ჩვენ დავკარგეთ ახალი თაობების საკმაო ნაწილი და ეს პრაქტიკა დღესაც გრძელდება: დამპალმა იდეოლოგიამ და 30-წლიანმა “ტვინების გამორეცხვამ” თავისი გააკეთა: ჩვენ დავკარგეთ ახალგაზრდების საკმაო ნაწილი, – მივიღეთ უხეში, უზრდელი, უვიცი და გაუნათლებელი იდეოლოგიზირებული ახალგაზრდობის ნაწილი, რომელსაც სიყალბე შლეგური მისწრაფების საგნად აქვთ ქცეული, ხოლო ყალბი ორიენტაცია (ე.წ. თითქოს “დასავლური ორიენტაცია”) – გაფეტიშებული.

ამ დროს არაფერი საერთო აქვთ დასავლურ კულტურასთან, დასავლურ ცივილიზაციასთან და უფრო მე-19 ს.-ის 80-იანი წლების სანკტ-პეტერბურგელ აგრესიულ რევოლუციურ ახალგაზრდებს ჰგვანან, თუმცა, ინტელექტითა დუნარებით ჩამოუვარდებიან მათ და ამდენად, ტოტალიტარული ბანგით განადგურებულ საცოდავ არსებებს ემსგავსებიან! გაიხედეთ ირგვლივ, – რამდენი არიან:
ყველა ერთად რომ შეკრიბო, ერთი ნორმალური საღი ადამიანი არ გამოვა!”.

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში; სოციალური ქსელი

Cesko