„ელჩო დეგნან, არ ფიქრობთ რომ სულ ცოტა ბოდიში გაქვთ მოსახდელი ევროპელი პენსიონერების და ქართველი საზოგადოების წინაშე?“ – გოგა ხაინდრავა

0
565
19 Views

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა BBC-ის მიერ მომზადებულ სტატიას ეხმაურება, რომლის თანახმად ევროპელი პენსიონერების გაძარცვის თაღლითური სქემის ორგანიზატორი თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილია.

გოგა ხაინდრავა აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ევროპელი პენსიონერებისა და ქართველი საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.

„ელჩო დეგნან, არ ფიქრობთ რომ სულ ცოტა ბოდიში გაქვთ მოსახდელი 🇪🇺პენსიონერების და 🇬🇪 საზოგადოების წინაშე იმ სამარცხვინო ლობირების გამო, რომელსაც ღიად უწევდით თაღლით კეზერაშვილს მის მიერ დაფინანსებული ტელებუნაგების ეთერებიდან! არა არს დაფარული, რომ არ გაცხადდეს! God Blees America!“, – წერს გოგა ხაინდრავა ტვიტერზე.

https://split.spnews.io/ka/archives/167679
Cesko