25 Views
ჩაკეტეთ ქვეყანა და გამოაცხადეთ ბატონყმობა, – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას.
“დახურეთ ყველა ალტერნატიული სიტყვის/აზრის ტელევიზია! დაიჭირეთ მათი პატრონები ჩაკეტეთ ქვეყანა და გამოაცხადეთ ბატონყმობა!”, – წერს მაკა ჩიჩუა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას”.