“გისამძიმრებთ იმათ, ვინც ხვდებით” – ზურაბ გურული

May 16, 16:23
0
353

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული:

“24 თებერვლამდე ვერ ვიჯერებდი, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა. ვერ ვიჯერებდი იმიტომ, რომ ეს იმდენად გამანადგურებელი გადაწყვეტილება იყო რუსეთისათვის, ლოგიკა უბრალოდ არ არსებობდა მის მიღმა. ვერ ვიჯერებდი, რომ რუსეთის ერთადერთ, უპირობო მფლობელს ასე სძულდა თავისი სამფლობელო; რომ ასეთი ბოროტი იყო საკუთარი თანამემამულეების მიმართ; რომ ასეთი აგდებული დამოკიდებულება ჰქონდა თუნდაც განგებასთან და რომ უბრალოდ, ასეთი უკიდეგანო სულელი იყო.
16 მაისამდე ვერ ვიჯერებდი, რომ საქართველოს უპირობო მფლობელი ქვეყანაში არსებული მთავარი, პრაქტიკულად ერთადერთი ალტერნატიული მედიის ხელმძღვანელს დააპატიმრებდა ხელოვნურად შეთითხნილი, სულელური ბრალდებით. ვერ ვიჯერებდი იმიტომ, რომ ეს იმდენად გამანადგურებელი გადაწყვეტილება იქნებოდა საქართველოსათვის, ლოგიკა უბრალოდ არ იარსებებდა მის მიღმა. ვერ ვიჯერებდი, რომ საქართველოს ერთადერთ და უპირობო მფლობელს ასე სძულდა თავისი სამფლობელო; რომ ასეთი ბოროტი იყო საკუთარი თანამემამულეების მიმართ; რომ ასეთი აგდებული დამოკიდებულება ჰქონდა თუნდაც განგებასთან და რომ უბრალოდ, ასეთი უკიდეგანო სულელი იყო.
დავიჯერე…
ვინც ვერ ხვდება და ვერ აფასებს საქართველოს სახელმწიფოებრიობის და უბრალოდ, ქართული ინტელექტის დეგრადაციის რა ხარისხს მიაღწია ქვეყანამ დღეს, ზუსტად იგივე კატეგორიაში იმყოფებიან , რომელშიც ის რუსები, 9 მაისი რომ იდღესასწაულეს და უკრაინული ნაციზმის განადგურებას რომ ითხოვენ. არ მეგონა რომ ამას მოვესწრებოდი. მოვესწარი.
გისამძიმრებთ იმათ, ვინც ხვდებით.”

Cesko