“აჰა ფინალი… ბოლო ღიმილით, ხელს გიქნევთ და ვამთავრებ სპექტაკლს…“ – “ბესო მეგრელას” ხსოვნას ლექსი მიუძღვნეს

0
431
21 Views

გარდაიცვალა მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ბესო მეგრელიშვილი – ინფორმაციას, თეატრის პროდიუსერი ავრცელებს.

„უმძიმესი დილა გაუთენდა მოზარდ მაყურებელთა თეატრს! მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი თეატრის წამყვანი არტისტი ბესო მეგრელიშვილი! სიტყვები უძლურია – 31 მარტს და 1 აპრილს სპექტაკლები ითამაშა, ხუმრობანარევად წაიწუწუნა – რაღაც ვერ ვარ კარგად, წნევა შემომეჩვიაო… ვაჰ… ჯერ მეტს ვერაფერს ვწერ“,- წერს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი.

სამწუხარო ინფორმაციას, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ნიკუშა ფაიქრიძე ეხმიანება და საყვარელ კოლეგას, ლექსს უძღვნის:

„ბოლო მონოლოგი… ბესო მეგრელას… (ვუძღვნი დიდი სიყვარულით)
„აჰა ფინალი…

აჰა ტაში…

სიჩუმე სცენის…

დახურეთ ფარდა –

წავედი და ეს როლიც მშვენის…

ბოლო ღიმილით,

ხელს გიქნევთ და

ვამთავრებ სპექტაკლს,

ვასრულებ ამით ფორიაქს და

არტისტულ შეშლას …

ცხოვრებას –

როგორც სცენის კოსწუმს,

საკიდზე ვკიდებ,

რაღაც უცხოს და ამოუხსნელს,

სიჩუმით ვირჩევ …

არტისტულ ბედით მოარული,

ვაგრძელებ სხვა გზას,

ამ ბოლო როლით

დროს ვუძებნი – ჩემებურ ახსნას…

და ჰა, ფინალი…

თქვენი ტაში…

ჩემი სიჩუმე …

თითქოს არტისტმა,

არტისტულად ბედთან ვიხუმრე…“

ლექსის ავტორი ნ. ფაიქრიძე

Cesko