31 Views
მსახიობები გივი ბერიკაშვილი და ზურა ქაფიანიძე უახლოესი მეგობრები იყვნენ. ისინი ხშირად იხსენებდნენ სახალისო ისტორიებს, მათ შორის ერთ-ერთი ასეთი ისტორია გივი ბერიკაშვილის შვილისთვის სახელის დარქმევას უკავშირდება.
ამ ისტორიას გივი ბერიკაშვილი ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებდა: „ზურამ ფილარმონიაში გამოაცხადა, გივი ბერიკაშვილს შვილი შეეძინა – ზურიკოო.
ვუთხარი, მე იქნებ ზურიკოს არ ვარქმევ-მეთქი…
მე ამოდონა ხალხში ზურიკო დავარქვი და შენ სამზარეულოში რას დაუძახებ, სულ ფეხებზე მკიდიაო“ – იხსენებდა ყველასთვის საყვარელი მსახიობი.
წყარო: არტინფო