„7, 8, 11, 12 ივნისი გეომაგნიტური დღეებია!“ – მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს

0
634
28 Views

ასტროლოგმა – მიხეილ ცაგარელმა მიმდინარე კვირის ტენდენციებზე „იმედის დილაში“ ისაუბრა და ამ კვირაში საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის, წყალქვეშა დინებების რაოდენობა ცოტა ძლიერდება, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. მთლიანობაში, ცუდი პერიოდი არ არის. მერკური, გონების, ინტელექტის, კომუნიკაციის მმართველი პლანეტა, რომელიც აქამდე 3 კვირა უკუმავალი იყო და ხელს უშლიდა ახალი იდეალების რეალიზაციას, კომუნიკაციას, მოლაპარაკებებს, ახლა პირიქით, გასწორდა მისი მოძრაობა, დირექტიული გახდა. ეს ხელს უწყობს ახალი იდეების რეალიზაციას, მეტ მოლაპარაკებას, ურთიერთგაგებას, მეტ მოგზაურობას. თუ აქამდე სატრანსპორტო ან კომპიუტერთან დაკავშირებული პრობლემები, ახლა ყველაფერი გამართულად იმუშავებს. სასიკეთო ტენდენციები, უდავოდ, გვაქვს. მაგრამ, რადგან დედამიწამ ცოტა ნულოვანი ზონის დაბლა გადაინაცვლა, წყალქვეშა დინებებს მიაქციეთ ყურადღება, ეს კოსმოსური გამოცდებია თითოეული ჩვენგანისთვის. გავითვალისწინოთ, რომ 7, 8 ივნისს და შემდეგ 11, 12 ივნისს ეს ოთხი დღე გეომაგნიტურია. იცით თქვენ, ეს რას ნიშნავს: როდესაც წნევის ცვალებადობამ შეიძლება იჩინოს თავი, რაც უნდა ვაკონტროლოთ“, – განაცხადა ცაგარელმა.

Cesko