„ძალიან მოწყენილი ხმა ჰქონდა, თითქოს რაღაცას გრძნობდა“ – თამაზ მეჭიაურს ყოფილი მეუღლე იხსენებს

0
785
26 Views

„საავადმყოფოში შესვლიდან, 3 დღეში დავკარგეთ, ძალიან მოწყენილი ხმა ჰქონდა, თითქოს რაღაცას გრძნობდა” – თამარ მეჭიაური ყოფილი მეუღლის უკანასკნელ წუთებს მერიკო კარტოზიას გადაცემაში „სიკეთე მარტივია“ იხსენებს.

„ყველასთვის შოკი იყო, ამას არავინ არ ელოდა, ვერ დავუშვი, ვერ გავიმეტე იმის ფიქრისთვის, რომ რამე შესაძლოა ცუდი დამართოდა.

კეთილი, იყო, მეგობრული იყო, ხანდახან ბუტია, ბავშვივით გულჩვილი, ქველმოქმედი. კარგი კაცისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება ჰქონდა.

დღემდე მგონია სადღაც შორს არის და არ გარდაცვლილა“ – ამბობს გადაცემაში თამაზ მეჭიაურის ყოფილი მეუღლე.

ყოფილი დეპუტატი თამაზ მეჭიაური 15 თებერვალს, 67 წლის ასაკში კორონავირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა. ის მკურნალობას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა.

წყარო: პრაიმტაიმი

Cesko