35 Views
„მეუფეებმა შეწყვიტონ მაფიოზობა, ბიზნესის კეთება, მრევლზე და გაჭირვებულზე იფიქრონ. დაანებონ თავი კირილის [რუსეთის პატრიარქი] რეფერენტობას რუსეთის ე.წ. მართლმადიდებელი ეკლესიის ფილიალობას“, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში განაცხადა.
ნათელაშვილმა ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი პოლიტიკური განცხადებების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სასულიერო პირს მსგავსი განცხადებების გაკეთება ეკრძალება.
„გაიგონ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ქართველ ხალხს სჭირდება ქრისტიანობა სულისათვის, რუსეთს სჭირდება იმპერიისთვის. არსებითი განსხვავებაა იმ ასპექტში, თუ ვინ რატომ აირჩია ეს რელიგია და ამას ჩვენ არ უნდა ვუხსნიდეთ უმაღლეს სამღვდელოებას. მე, რა თქმა უნდა, არ ვეხები იმ მღვდლებს, რომლებიც მართლა ბევრს მუშაობენ, დადიან სოფელ-სოფელ, სანთელს ქმნიან თვითონ და მრევლს უფასოდ ურიგებენ, გვყავს ეგეთი მღვდლები, მაგრამ რომ გამოდის ის წვერგაბურძგნილი იაკობი, მხედრიონელი, სუფთა კრიმინალი, საქმეს გვირჩევს და გეოპოლიტიკურ ლექციებს გვიკითხავს. ამ დროს, მგონი მას არ წაუკითხავს კანონიკური სამართალი, სადაც ნახავდა, რომ ეკრძალებათ მათ პოლიტიკურ-საერო საკითხებზე ხელისუფლების შეკვეთით და დაფინანსების მოტივაციით განცხადებების გაკეთება. სირცხვილია ეს ყველაფერი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
წყარო: „პია.ჯი“