ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენის შემდეგ სოციალურ ქსელში რუსულ სახელმწიფო უწყებებთან დაკავშირებულ ანგარიშებს შეზღუდვები მოეხსნა. ამის შესახებ გამოცემა The Telegraph-ი წერს.
ერთი წლის წინ Twitter-ის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ სოციალური ქსელის ალგორითმი არ გამოაჩენს ძებნის დროს რეკომენდებულებს შორის იმ ანგარიშებს, რომლებიც ეკუთვნის სახელმწიფოებს, სადაც შეზღუდულია წვდომა თავისუფალ ინფორმაციაზე ან რომლებიც საზღვარგარეთ ომს აწარმოებენ. პირველ რიგში, ეს რუსეთს ეხებოდა.
თუმცა ბოლო დროს The Telegraph-ის ჟურნალისტების მიერ ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენეს, რომ რუსული სახელმწიფო უწყებების ანგარიშები წარმოდგენილია ძებნის შედეგების ჩამონათვალში რეკომენდებულებს შორი. კერძოდ, შეზღუდვები ნამდვილად არ მოქმედებს ვლადიმირ პუტინის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს ანგარიშების მიმართ.