26 Views
ოპოზიციონერი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებული ქართველი მოსამართლეები ძალიან შეშინებული არიან და ეს მათი განცხადებებიდან ჩანს.
„პირუტყვული შიში აქვთ – გუშინ მურუსიძე გამოვიდა და თქვა, ეს წილხვედრი ქვეყანაა ღვთისმშობლისო და მე თავი დამანებეთო. არ გაგიკვირდეთ, ცოტა ხანში ამ ოთხმა მოსამართლემ და კიდევ ვიღაცები მიემატებიან, ხატებით რომ იარონ ქუჩაში ფეხშიშველებმა“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ TV პირველის ეთერში.