თელ-ავივში ერთდროულად ორი ტერაქტი მოხდა – ადგილობრივი მედია

April 8, 09:35
0
139

ისრაელის ქალაქ თელ-ავივში რამდენიმე წუთის ინტერვალით ორი ტერაქტი მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Jerusalem Post ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდაპირველად, ერთ-ერთ რაინში ცეცხლი გახსნეს. როგორც Jerusalem Post წერს, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

ამის შემდეგ კი, ბოროტმოქმედმა ფეხით მოსიარულეების მისამართით შეგნებულად მიმართა ავტომობილი. მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. რაც შეეხება ბოროტმოქმედს, ის დაკავებულია.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა.

Cesko