ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სახალხო დამცველის მოადგილედ ალეკო ელისაშვილის დისშვილის დანიშვნას ეხმიანება და ელისაშვილს მიმართავს:
“თქვენ წინაშეა კლასიკური თაღლითი მაიმუნი! ამასთან ერთად უვიცი და გაიძვერა ვირიშვილი!
1. შე მუდრეგო! შენ რომ უვარდებოდი სხვებს და ბრალს სდებდი ნეპოტიზმში, იმათი დისშვილების, ძმების, დების, შვილების, ნათესავების კვალიფიკაცია კარგად გქონდა გადამოწმებული? აბსოლუტურად ყველა, ვინც თანამდებობაზე თავისი ნათესავი დანიშნა, ზუსტად მასევე იმართლებდა თავს – მერე რა, რომ ჩემი ნათესავია, კვალიფიციურია და ხომ არ დავჩაგრავო?
2. რომ იტყუები “ამდენი ნათესავი მყავს და არასოდეს არსად არავინ დამინიშნავსო” – სად უნდა დაგენიშნა? რომელ თანამდებობაზე იყავი? როგორც კი მოგეცა შანსი ძმაკაცის და თანაპარტიელის შემწეობით, ერთი კვირაც ვერ გაძელით ნეპოტიზმის გარეშე!
3. შენი დისშვილი, ძმისშვილი თუ სხვა, არ უნდა იყოს დაჩაგრული და უნდა ჰქონდეს გასაქანი, ოღონდ არა ისეთ სახელმწიფო სტრუქტურაში, სადაც შენ არ გაქვს არანაირი გავლენა და შეხება!
4. შენ იტყუები როცა ამბობ “ნეპოტიზმი არის ის, როცა არანაირი კვალიფიკაციის და განათლების ადამიანს დანიშნავ თანამდებობაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ნათესავიაო”.
რაც არ უნდა “კვალიფიციური” იყოს შენი ნათესავი, მას რომ ნიშნავ თანამდებობაზე ისეთ სტრუქტურაში, სადაც უშუალო გავლენა გაქვს – ეს მაინც ნეპოტიზმია!
ახლა შენ გადაწყვიტყე უვიცი ხარ ვირიშვილი! უბრალოდ, როცა ამდენი გაქვს ადამიანს ნაჭყიპინები ნეპოტიზმზმე და მექრთამეობაზე, ათასჯერ უფრო უნამუსო ხარ, როდესაც რაღაც თანამდებობას ითრევს შენი ძმაკაცი და ეგრევე შენს ნათესავს ანიშნინებ! აი, ესაა შენი ნამდვილი სახე შე გაიძვერა გარეწარო!”- წერს ბაკურ სვანიძე.