“ვარ გულაჩუყებული და ამაყი ჩემი ხალხით” – თურქეთის საელჩოს თანამშრომლის ეკატერინე ახვლედიანის წერილი

0
671
30 Views

თურქეთის საელჩოს წარმომადგენელი ეკატერინე ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულებს დაეხმარონ.

“ვარ გულაჩუყებული და ამაყი ჩემი ხალხით! გუშინ საელჩომ გააკეთა განცხადება დახმარებასთან დაკავშირებით. დღეს დილიდან ვერ აგიღწერთ რა ხდება… ტელეფონები არ ჩერდება, რეკავენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ითხოვენ სტიქიის ზონაში წასვლას მაშველებად, ექიმებად, ექთნებად… ერთმა ქალბატონმა ობოლ ბავშვებს შევიფარებო, შემოგვთავაზა (სხვათაშორის, მეც ვფიქრობდი ამას). მოაქვთ დახმარება ჩვენს მოქალაქეებს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა.

ერთმა 80 წელს გადაცილებულმა მოხუცმა აბრეშუმისპირიანი ძვირფასი მატყლის საბნები მოიტანა, ჩემი ცოლის შეკერილია და იქ უფრო სჭირდებათ, ვიდრე ჩვენო. რამოდენიმე საათში გაივსო ის ტერიტორია, რომელიც გამოვყავით დახმარების დასაწყობად. ერთი სიტყვით, ემოციისგან დილიდან ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი.

P. S. ამ ტიპის პოსტები ყოველთვის გაზვიადებული მეგონა, თურმე როგორ ვცდებოდი”– წერს ეკატერინე ახვლედიანი.

Cesko