19 Views
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში „მთავარი სამხედრო მღვდელი“ წარადგინა.
რუსეთის პატრიარქმა „მთავარ სამხედრო მღვდლად“ სანკტ-პეტერბურგის ეპარქიის სასულიერო პირი, დეკანოზი დმიტრი ვასილენკო დანიშნა.
„ის პასუხისმგებელი იქნება რუსი სამხედროებისა და უშიშროების ძალების თანამშრომლების სულიერ ხელმძღვანელობაზე, რომლებიც უკრაინაში საბრძოლო ზონაში იმყოფებიან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მანამდე კი, რუსეთის პატრიარქმა კირილმა ქადაგებისას ყველა მორწმუნეს „სულიერი მობილიზაციისკენ“ მოუწოდა და გამოთქვა იმედი, რომ ეს ხელს შეუწყობს რუსეთისა და უკრაინის შერიგებას.