28 Views
შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ოდესის ყურეში წყალი გამწვანდა. ეს ტოქსიკური ბაქტერიების გამო მოხდა. ინფორმაციას tsn.ua ავრცელებს.
როგორც უკრაინის საზღვაო ბიოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელმა გალინა ტერენკომ განაცხადა, ოდესის ყურეში პოტენციურად საშიში ციანობაქტერიები გავრცელდა.
ამჟამად ოდესის ყურეში წყლის მარილიანობა 5,2 პრომილეს შეადგენს, ხოლო ტემპერატურა – 19 გრადუსს ცელსიუსით.
6 ივნისს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად ხერსონის ოლქში ეკოსისტემის 30%-ს განადგურება ემუქრება. იქ მცხოვრები ზოგიერთი პოპულაციის აღდგენას 7-10 წელი დასჭირდება.