თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

0
642
20 Views

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა დირიჟორი და მუსიკოსი ლევ მარკიზი.

“თბილისის კონსერვატორიის სახელით მწუხარებას გამოვთქვამთ დიდი მაესტროს, დირიჟორისა და მუსიკოსის, კონსერვატორიის საპატიო პროფესორის, ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების მოამაგისა კონსერვატორიის დიდი მეგობრის ლევ მარკიზის გარდაცვალების გამო.
☑ უდიდესია მარკიზის ღვაწლი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის განვითარებასა წარმატებაში.
იგი 1978 წელს მოწვეულ იქნა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის ხელმძღვანელად დირიჟორ ოთარ საფარიშვილთან ერთად. სწორედ ამ წელს ორკესტრი მონაწილეობდა ჰერბერტ ფონ კარაიანის მიერ დააარსებულ ახალგაზრდული ორკესტრების საერთაშორისო კონკურსზე, სადაც ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
☑ რუსეთში მიღებუგლი განათლებისა და მიღწერული წარმატებების შემდეგ 1981 წლიდან იგი ნიდერლანდებში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.
90 იანი წლების კრიზისულ წყვეტის შემდეგ უკვე 2003 წელს ლევ მარკიზი ისევ ეწვია თბილისს. დაიწყო სტუდენტურ ორკესტრის ახალი სიცოცხლე. მისი ხელმძღვანელობით უმოკლეს დროში ორკესტრი კონცერტებსა და საერთაშორისო ფესტივალებზე წარსდგა. მალევე წარმატებას მიაღწია – 2003 წლის სექტემბერში მონაწილეობდა ბეთჰოვენის ფესტივალში ქ. ბონში (გერმანია), (დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე), 2003 წლიდან სხვადასხვა წლებში მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალში “საახალწლო მუსიკალური შეხვედრები “, რომელიც ყოველწლიურად იმართება კონსერვატორიის დიდ დარბაზში. ამ ფესტივალზე სტუდენტური ორკესტრის გამოსვლას თავად დირიჟორობდა.
☑ზოგადად მის მიერ შერჩეული რეპერტუარი მდიდარი იყო ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებით, სხვადასხვა ორკესტრებთან შესრულებული აქვს კვერნაძის, მაჭავარიანის, ნასიძის, ყანჩელის, შილაკაძის, ცინცაძის მრავალი ნაწარმოები; აღსანიშნავია მისი მეგობრებო გია ყანჩელთან, რომელმაც მარკიზს ნაწარმოები “Abi de viderum” მიუძღვნა, პრემიერა ამსტერდამში 1998 წელს გაიმართა, რომელსაც ლევ მარკიზი დირიჟრობდა.
☑ წლების განმავლობაში მარკიზი ეხმარებოდა ახალგაზრდა მუსიკოსებს, მუდმივად ჩამოდიოდა საქართველოში სხვადასხვა კონკურსის ჟიურის წევრად. კონსულტაციებს უწევდა კამერულ ორკესტრებს, მონაწილეობდა ფესტივალებში.
2003 წელს კონსერვატორიის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა, ამავე წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებაც გადაეცა.
☑⚫
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სახელით ვუსამძიმრებთ მსოფლიო მუსიკალურ საზოგადოებას ამ დიდი დანაკარგის გამო!”

Cesko