“გამიჩნდა ეჭვი, რომ მამამ შვილი გააუპატიურა” – სკოლის დირექტორმა შსს–ს მიმართა

April 6, 15:26
0
891

ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში სავარაუდო გაუპატიურების ბრალდებით 50 წლამდე კაცია დაკავებული. სკოლის დირექტორმა შსს–ს აცნობა, რომ შესაძლოა,15 წლის გოგოზე, მამამ იძალადა.

“ჩემთვის რაღაც ეჭვის დონეზე იყო ინფორმაცია, შესაბამისად ჩემი მოვალეობა შევასრულე და მიმდინარეობს გამოძიება, დაუზუსტებელი საუბარი იყო, რამაც მე გამიჩინა ეჭვი. ბავშვმა არ აღიარა არაფერი”, – ამბობს სკოლის დირექტორი.

ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ძალადობის შესახებ მოზარდის დედა ინფორმირებული იყო. მომხდარზე საქმის კურსშია სოციალური სამსახური და ფსიქოლოგი. თავად მოზარდი კი სამკურნალოდ კლინიკაშია მოთავსებული.

შსს-მ ოგამოძიება შესაბამისი მუხლებით დაიწყო, ბრალდებული დაკავებულია.

Cesko