წასვლის წინ, საქართველოზე აშკარად განაწყენებულმა მისის დეგნანმა ამ გზით დიპლომატიური პირუტყვობის მასტერკლასი გვიჩვენა!!!- დიმიტრი ლორთქიფანიძე

0
1190
1,899 Views

პოლიტიკოსმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ სააგენტო “სპლიტთან” საუბარში, ისაუბრა კელი დეგნანის განცხადებაზე, რომელიც მან აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებით გააკეთა:

როგორ უნდა მოახერხო, ფონად დაიყენო საქართველოს დროშა ისე, რომ მისი არც ერთი ჯვარი არ გამოაჩინო!!!
წასვლის წინ, საქართველოზე აშკარად განაწყენებულმა მისის დეგნანმა ამ გზით დიპლომატიური პირუტყვობის მასტერკლასი გვიჩვენა!!!
ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ელჩთა კოლექტიური დემარშის შემდეგ ვიხილეთ აშშ-ს მხრიდან მისი “სტრატეგიული პარტნიორის”, საქართველოს დამცირების უპრეცედენტო მაგალითი, როდესაც დამოუკიდებელი სახელისუფლებო შტოს მიმართ წაყენებული ბრალდება ტოტალურ პოლიტიკურ კორუფციაში, უაპელაციოდ გაჟღედა სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან და რასაც მოჰყვა სასამართლოს თავმჯდომარეთა მიმართ სანქციები!! აშშ საელჩოდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე ზეწოლის ფაქტს რომ თავის დროზე მისცემოდა სწორი სამართლებრივი და დიპლომატიურ-პოლიტიკური შეფასება, ჩვენი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მხრიდან, დღეს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ამ უპრეცედენტო დემარშს მათივე ლუსტრაციის ხასიათი ექნებოდა!!! ახლა კი, ფაქტია, სანამ ახალი ელჩის, მისის დენეგანის უფლებამოსილებას სცნობს ჩვენი ხელისუფლება, უბრალოდ ვალდებული იქნება მოჰკითხოს მას პასუხი საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაზე მიყენებული უმძიმესი დარტყმის გამო და მხოლოდ ამის მერე იფიქროს მისთვის “აგრიმანის” მიცემაზე!!!

დეგნანი: სანქციები, რომელიც გამოცხადდა ოთხი კორუმპირებული პირის მიმართ, გამოხატავს აშშ-ის ერთგულებას, ებრძოლოს კორუფციას, დაეხმაროს ქართველ ხალხს, მიაღწიოს წარმატებას დემოკრატიული საზოგადოების შენებაში

Cesko