„ვარჯიში სიყვარულით ჩავანაცვლე…“ – ნინო მუმლაძე

0
255
20 Views

მსახიობი ნინო მუმლაძე შეყვარებულია. თავის საყვარელ ადამიანს დიდი ხანია იცნობს, მაგრამ ბოლო ხუთი თვეა, ურთიერთობა დაიწყეს, რომელიც მეგობრობიდან სიყვარულში გადაიზარდა.

ჟურნალ „თბილისელების” კითხვაზე, თვეების წინ, საყვარელი მამაკაცის გამო ხომ არ დაიწყო ვარჯიში, ნინო ასე პასუხობს:

„არა, არა, პირიქით. ვარჯიშს რომ მოვრჩი და დამეზარა ამ ყველაფრის კეთება, მერე დავიწყე ამ ადამიანთან ურთიერთობა, ასე ვთქვათ, ვარჯიში სიყვარულით ჩავანაცვლე (იცინის). დაახლოებით ორი თვე ვვარჯიშობდი დარბაზში და ჯამში 12 კილო დავიკელი. ახლა ცოტა მოვიმატე და ვნერვიულობ. მინდა, ფორმაში ვიყო და მინდა, ისევ დავუბრუნდე ვარჯიშს”.

Cesko