„ეს ნახატი ლევანოს ბოლო ნამუშევარია!!! ეს პერანგი კი – სიმბოლო ნამდვილი და უანგარო მეგობრობის!!!“ – რა ფოტოს აქვეყნებს ლევან კბილაშვილის დედა?

September 25, 23:56
0
342

სიტყვებს ვერ ვუყრი თავს. ხშირად მეკითხებიან – არ გიჭირს ლევანის მეგობრებთან ურთიერთობაო? – დღის უმეტეს ნაწილს ჩემს შვილთან ვატარებ და როდესაც იქ მისულს დღეღამის ნებისმიერ დროს თავდახრილი და თვალცრლიანი მისი მეგობრები მხვდებიან რა თქმა უნდა მიჭირს, მაგრამ ამავდროულად დიდი ძალა და ნუგეშია ჩემთვის მათი ლევანიკოს გვერდით ყოფნა. ერთხელ ზაზამ მითხრა – ამ ბიჭმა თავის თავის ფასი არ იცისო – იცოდა, როგორ არ იცოდა, მაგრამ არასოდეს უყვარდა თავის გამოჩენა, არასოდეს არავისთვის ზევიდან არ გადმოუხედავს, არასოდეს უგრძნობინებია ვინმესთვის შენზე კარგი მომღერალი ვარო. არ ვიცი ვინ სად, რომელ სიმღერაში დაინახა, ვის როგორ ესმოდა მისი ხმა, მე ის ვიცი, რომ ლევანიკო არის ადამიანი, რომელსაც მეგობრები არანაირი ნიშნით არ შეურჩევია, იცოდა ამ ურთიერთობის ფასი და ბოლომდე ერთგული იყო მათი. ეს ნახატი ლევანოს ბოლო ნამუშევარია!!! ეს პერანგი კი – სიმბოლო ნამდვილი და უანგარო მეგობრობის!!!

ლევანიკოს ბიჭებო, მადლობა უკლებლივ ყველას!!!

უფალი გფარავდეთ“, – წერს მელიტა ფურცელაძე.

Cesko