ამ წუთებში ცნობილი ქართველი მუსიკოსი გარდაიცვალა

0
843
17 Views

დაგვტოვა ჩვენმა ბერმუხამ… სოფელ-ქვეყანას დააკლდა ბატონი გიორგი ნიკოლაიშვილი, ხელოვანი, კოლორიტი, ერთი უპრეტენზიო გურული კაცი, სავსე სიცოცხლით, სიყვარულით, იუმორით…

ბატონი გიორგი უძვირფასესი ფოლკლორული საუნჯის ქომაგი იყო და მადლიანი ხალხური სიმღერების შესწავლის საქმეს ემსახურებოდა ათეული წლების განმავლობაში. გასაოცარი ხმითა და ომახიანი სიმღერებით თანასოფლელებს მომავლის რწმენასა და სულის სიმტკიცეს მატებდა.

ავიაბილეთები
1970 წელს დაიწყო მუშაობა ქვედა ბახვის საშუალო სკოლაში ხალხური სიმღერების შემსწავლელი გუნდის ხელმძღვანელად.

1980 წელს სათავეში ჩაუდგა გურული სიმღერების შემსწავლელ ვაჟთა სტუდიას. მისი ხელმძღვანელობით ქვედა ბახვის საშუალო სკოლის მომღერალთა გუნდი, ასევე ვაჟთა სტუდია სხვადასხვა დროს წარმატებით გამოდიოდნენ რაიონულ და რესპუბლიკურ დათვალიერებებზე, ოლიმპიადებზე. დაჯილდოებული იყო რესპუბლიკური ფესტივალების ლაურეატის მედლებით.

გარდაცვალებამდე ანსამბლ ,,იადონის” წამყვანი სოლისტი იყო.

,,ბავშვობიდან ვმღეროდი. ქუჩაში რომ მივდიოდი, ვკრიმანჭულობდი” – გვიამბობდა გიორგი მასწავლებელი. ის დიდი სიყვარულით იხსენებდა თავის პედაგოგებს: ვლადიმერ ერქომაიშვილს, ვასილ ქუთათელაძეს, გიორგი სალუქვაძეს…

ბატონი გიორგი დიდი ქართული ოჯახის თავკაცი იყო. შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები – ყველა მღერის. მის შთამომავლობაში გრძელდება ხელოვნების ნიჭი და სიყვარული.

თუ ვინმე ჩვენს სოფელში სიმღერის სიყვარულით ანთებულა (და არა მარტო ჩვენს სოფელში), გიორგი მასწავლებლის დამსახურებაა. მან აამღერა დიდი თუ პატარა. ცას სწვდებოდა ქვედაბახველების ,,აგუნა”, ,,კრიმანჭული”, ,,ხასანბეგურა”…

ვუსამძიმრებთ ოჯახს, სოფელს…

ნათელი თქვენს სულს, ჩვენო საამაყო, ამაგდარო, მუხლჩაუხრელო, ღვაწლმოსილო გიორგი მასწავლებელო, _ სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქვედა ბახვის საჯარო სკოლის მასწავლებელი, იამზე დოლიძე ავრცელებს.

წყარო: gurianews.com

Cesko