ლოს ანჯელესის სააპელაციო სასამართლომ სტორმი დენიელსს, დონალდ ტრამპის სასარგებლოდ, 122 000 დოლარის გადახდა დაავალა

0
219
24 Views

ლოს ანჯელესის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის საქმის მთავარ ფიგურანტ სტორმი დენიელსს ყოფილი პრეზიდენტის სასარგებლოდ 122 000 დოლარის გადახდა დაავალა.

CNN-ის ინფორმაციით, ეს თანხა წარმოადგენს იურიდიული მომსახურების ხარჯს, რაც ტრამპმა პრონოვარსკვლავის მიერ მის წინააღმდმეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას გასწია.

სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმნენ ტრამპის ოჯახის წევრები.

ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი მოქმედი ან ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალი წაუყენეს.

30 მარტს, ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირესაშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას. მანჰეტენის საოლქო პროკურორმა, ალვინ ბრაგმა ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარუდგინა სამხილები ტრამპის მიერ პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის შესახებ, რაც წყაროების თანახმად, მან 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლო დღეებში, ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ სიჩუმის სანაცვლოდ მიიღო. დონალდ ტრამპმა ასეთი ურთიერთობის ფაქტი უარყო და მისმა ადვოკატმა დანიელსს, რომლის ნამდვილი სახელი სტეფანი კლიფორდია, ბრალი გამოძალვაში დასდო.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ტრამპმა დენიელსს თანხა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის განკუთვნილი ფინანსებიდან გადაუხადა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და ნიუ-იორკის შტატში 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

Cesko