ჯულიას სიტყვების შემდეგ მისმა დამ თავი მოიკლა, მერილ სტრიპი კი … – ვარსკვლავები, რომლებსაც სინამდვილეში აუტანელი ხასიათი აქვთ

February 15, 21:20
0
577

წითელ ხალიჩასა თუ სხვადასხვა ღონისძიებაზე, როგორც წესი, ვარსკვლავები თავაზიანები და სასიამოვნო ადამიანები არიან. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ზოგჯერ გარეგნობა მატყუარაა და გაღიმებული სახეების უკან არაკეთილგანწყობილი და რთულად შესაგუებელი ადამიანები იმალებიან. ახირებული მოთხოვნები მომსახურე პერსონალის მიმართ, ფანების შეურაცხყოფა და ახლობლების მიმართ უპატივცემულო მოპყრობა მხოლოდ რამდენიმე მიზეზია, რასაც ქვემოთ ჩამოთვლილ ვარსკვლავებზე ამბობენ:

ჯულია რობერტსი

1-1675241344.jpeg

მსახიობი ჯულია რობერტსი უამრავ ადამიანს უყვარს და მისი საოცარი ღიმილი ვარსკვლავის იმიჯის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი არც ისე მარტივადაა. რამდენიმე წლის წინ მსახიობმა ერთ-ერთ ამერიკულ გამოცემას ინტერვიუ მისცა, სადაც საკუთარ დაზე, ნენსიზე დამცინავად თქვა, რომ ის მსუქანია. ჟურნალისტებმა ეს ფრაზა ჟურნალის გარეკანზე განათავსეს, რაც ნენსისთვის ძალიან დიდი ზეწოლა და სტრესი აღმოჩნდა. ქალმა 2014 წელს თავი მოიკლა. ნენსის ქმარი თვლიდა, რომ ჯულია რობერტსისთვის საზოგადოებას მკვლელი უნდა ეწოდებინა. არანაკლებ შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ის გამოსამშვიდობებელი სიტყვა, რომელიც ჯულიამ დის დაკრძალვაზე წარმოსთქვა: “ნენსით ძალიან ამაყი ვარ, რადგან მან სიტუაცია საკუთარ თავზე აიღო და ისე მოაგვარა, როგორც მიზანშეწონილად თვლიდა. აღფრთოვანებული ვარ, რომ მას აღმოაჩნდა ძალა, საკუთარი ტანჯვა შეეჩერებინა.” ამის შემდეგ საზოგადოება მართლაც რომ შოკში იყო.

ჯენიფერ ლოპესი

2-1675241357.jpeg

ჯენიფერ ლოპესს რთული ბავშვობა ჰქონდა და როგორც ცნობილია, მოზარდობის ასაკში მშობლები მას სთხოვდნენ, რომ ემუშავა, რათა ბინის ფული გადაეხადათ და საჭირო ნივთები ეყიდათ. წლების შემდეგ, როდესაც ლოპესმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და მისი ჰონორარი მილიონობით დოლარს შეადგენს, შესაძლოა, ბავშვობის ტრავმები გაიხსენა. ერთხელ მომღერლის ახირების გამო სასტუმროდან მოახლე გაათავისუფლეს. როგორც ცნობილია, ქალს ლოპესისგან ავტოგრაფის მიღება უნდოდა, რისი საშუალებაც მცველებმა არ მისცეს და ოთახიდან გააგდეს. ეს ინციდენტი ამხელა გამოხმაურებას არ დაიმსახურებდა, რომ არა ლოპესის საქციელი. იგი სასტუმროს მენეჯმენტთან მივიდა, უთხრა, რომ დამლაგებელმა შეაწუხა და ქალი სამსახურიდან გაუშვეს.

ჯასტინ ბიბერი

3-1675241369.jpeg

ჯასტინ ბიბერი, ფაქტობრივად, საზოგადოების თვალწინ გაიზარდა და ყოველწლიურად ვაკვირდებით, როგორ იზრდება და ვითარდება. მან ადამიანებს 2008 წლიდან შეაყვარა თავი, როდესაც საოცრად კეთილი ბიჭი, ლამაზი ხმით მაყურებლის წინაშე წარსდგა. თუმცა, ცხოვრება იცვლება და ჯასტინმაც საკუთარი რეპუტაცია უამრავი უტაქტო საქციელით დროთა განმავლობაში ძალიან შეარყია. ერთხელ იგი ანა ფრანკის სახლმუზეუმს სტუმრობდა, სადაც თქვა, რომ ძალიან წუხდა იმის გამო, რომ ანა ცოცხალი აღარ იყო, რადგან ის აუცილებლად მისი ფანი გახდებოდა. უტაქტო შედარების გამო მომღერალი საშინლად გააკრიტიკეს. მან ასევე დასცინა გოგონას, რომელიც მისი ფანი იყო და ზედმეტი კილოგრამების გამო ვეშაპს შეადარა.

რასელ კროუ

4-1675241380.jpeg

როგორც აღმოჩნდა, რასელ კროუ სულაც არ არის ისეთი კეთილშობილი, როგორ როლსაც ფილმში “გლადიატორი” ასრულებს. მსახიობის ყოფილი ასისტენტი ამბობს, რომ ის საშინლად უხეში ადამიანია. ერთხელ მან გულშემატკივარს დაუყვირა და შეურაცხყოფა მიაყენა, როდესაც მხოლოდ ავტოგრაფი სთხოვა, მეორედ კი BBC-ის არხის აღმასრულებელ დირექტორს უხამსი სიტყვა უწოდა იმის გამო, რომ მისი გამოსვლა ეთერში შეამოკლეს. ბევრი წლის წინ კი რასელმა ბარში ჩხუბი ატეხა იმის გამო, რომ გოგონებმა მას ყურადღება არ მიაქციეს.

რიანა

5-1675241392.jpeg

რიანას წითელ ხალიჩაზე გამოსვლით შთაგონებულმა 16 წლის ალექსისმა გადაწყვიტა, რომ სკოლის გამოსაშვებ საღამოზე მისი მსგავსი სამოსი აერჩია. გოგონა საერთოდ არ ელოდა, რომ მისი კერპისგან დაცინვის ობიექტი გახდებოდა. რაც არ უნდა წარმოუდგენლად ჟღერდეს, რიანამ მოზარდის ფოტო იპოვა, საკუთარ ტვიტერზე თავის ფოტოსთან ერთად ატვირთა და დააწერა: “მოლოდინი – რეალობა”. გარდა ამისა, გოგონა “საზიზღარ ბარტყს” შეადარა. ალექსისმა კომენტარებში დააფიქსირა, რომ რიანამ საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა და საზოგადოების რეაქციაც ანალოგიური იყო.

მერილ სტრიპი

6-1675241416.jpeg

მერილ სტრიპსა და მის გმირს ფილმიდან “ეშმაკი ატარებს პრადას” როგორც ჩანს, რეალურ ცხოვრებაშიც ბევრი საერთო აქვთ. მეტიც, მსახიობის მეზობლები ამბობენ, რომ მერილი მირანდა პრისტლის ასლია. “სტრიპი საზიზღარი ქალია. სძულს ხალხთან ურთიერთობა, ვინც მას არ “ეკადრება”. მის ქალიშვილთან ერთად ვსწავლობდი და მაშინაც ვიცოდი, რომ ჯობდა, მერილთან საქმე არ მქონოდა. როდესაც გრეისი სკოლიდან გაჰყავდა, სხვა დედები მერილთან გამოლაპარაკებას ცდილობდნენ, მაგრამ სტრიპი ძალიან უხეში და ქედმაღალი იყო და არავის ესაუბრებოდა.” – იხსენებს ერთ-ერთი მამაკაცი.

არიანა გრანდე

7-1675241431.jpeg
წყარო: mshoblebi.ge
Cesko