გლდანში მიკროავტობუსი სილამაზის სალონში შევარდა – დაშავდა ოთხი ადამიანი

April 4, 19:28
0
626

თბილისში, გლდანის მე-5 მიკრო რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დისტრიბუციის მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც დისტრიბუციის მანქანა იქვე არსებულ სილამაზის სალონის შესასვლელს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად, 4 ადამიანი მსუბუქად დაზიანდა. დაშავებულებიდან ერთ-ერთი სალონში მყოფი პირია, დანარჩენები კი, მსუბუქ ავტომანქანაში მსხდომები.

ვრცელდება ვერსია, რომ მიკროავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა, რის გამოც, აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

დეტალებს „ინტერპრესნიუსი“ შსს-ში არკვევს.

ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

Cesko