“ბატონო რატი, დააბრუნეთ თანხა, რაც გადამახდევინეთ მეორედ!” – რუსუდან წერეთელი

0
763
20 Views

ამერიკაში მცხოვრები ჟურნალისტი, რუსუდან წერეთელი, აქვეყნებს დოკუმენტების ფოტოასლებს და წერს:

“ეს სტატუსი არის საჯარო ყველასთვის და ჟურნალისტებს დამატებით დეტალებს პირადად მივაწვდი. მიმვმართავ Rati Bregadze იუსტიციის მინისტრს, რომლის სამინისტრო სძალავს ფულს ემიგრანტებს, კერძოდ: 2022 წლის 27 ივნისს ჩემი მეუღლის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პროცესისათვის იუსტიციის სამინისტროს საიტზე არსებული რეკვიზიტების თანახმად, ამერიკიდან, Tower Federal Credit Union- ის ბანკის მეშვეობთ გადავიხადეთ 155 ამერიკული დოლარი. 2022 წლის 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს სახელწმიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსი – თამუნა აკობია გვიგზავნის წერილს, რომელშიც გვამცნობს რომ წარმოდგენილი გადარიცხვის ქვითრით თანხა არ ფიქსირდება მათ ანგარიშზე და დროულად გვთხოვს ისევ მომსახურების საფასურის გადახდას 2022 წლის 12 დეკემბრამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი მეუღლის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხი არ განიხილებოდა. გაურკვევლობის ისევ თავიდან აცილების მიზნით, ამჯერად, მომსახურების საფასურს 155 ამერიკული დოლარის ეკვივალენტით ლარში (500 ლარი) ვიხდით უკვე რუსთავის იუსტიციის სახლში 2022 წლის 1 დეკემბერს. ამის შემდეგ მივდივარ ჩემს ამერიკულ ბანკში, საიდანაც ვაწარმოე საერთაშორისო გადარიცხვა, ვუხსნი პრობლემას და ბანკმა დაიწყო აღნიშნულო თანხის ძიება. დღეს დილით, დამირეკა ბანკის წარმომადგენელმა და დამიდასტურა შესაბამისი reference ნომრის თანახმად, რომ საქ. იუსტიციის სამინისტორს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს, ჩემს მიერ ამერიკიდან გადარიცხული თანხა – 155 USD მიუღია და გაუნაღდებია თავის ანგარიშზე 2022 წლის 5 ივლისს.
აი, ასე მუშაობს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო! ბატონო რატი, დაუყონებლივ დააბრუნეთ თანხა რაც გადამახდევინეთ მეორედ!!!!!!! სტატუსს თანდართული აქვს ყველა დოკუმენტი!”

მიუხედავად იმისა, რომ რ. წერეთელს მინისტრი ჰყავს წერილზე მონიშნული  და წერილი გუშინ, 2 მარტსაა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული, არც მინისტრის და არც სამინისტროს გვერდზე პასუხი, ამ დროისათვის, არ გავრცელებულა. იმ შემთხვევაში, თუ მინისტრი ან სამინისტრო, კეთილს ინებებს და წერილს უპასუხებს, მასალა აქვე განახლდება.

  

Cesko