ბოსტნეული და ბაღჩეული 28.8%-ით, პური 16.8%-ით, ხორცი 10.4%-ით, ხოლო შაქარი 2.7%-ით გაძვირდა – საქსტატი

0
378
15 Views

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.3 პროცენტი შეადგინა.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათი და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.91 პროცენტული პუნქტით აისახა.

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი და ჯანმრთელობის დაცვა.

✅ ბოსტნეული და ბაღჩეული 28.8 %-ით

✅ პური და პურპროდუქტები 16.8%-ით

✅ რძე, ყველი და კვერცხი 13.6%-ით

✅ ყავა, ჩაი და კაკაო 8.7 %-ით

✅ მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 10.1-ით

✅ თევზეული 10.9%-ით

✅ ხორცი და ხორცის პროდუქტები 10.4%-ით

✅ შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 2.7%-ით

✅ ამასთან, ფასები -2.4 პროცენტით შემცირდა ხილსა და ყურძენზე

„საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.1 პროცენტიანი მატება, რაც 1.15 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (35.1 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (5.8 პროცენტი)

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 8.0 პროცენტით, რაც -1.0 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-15.0 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-3.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.9 პროცენტი)

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 9.1 პროცენტით, რაც -0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-20.5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.2 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (7.5 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

Cesko