„სიკვდილს იმდენად შიშით აღარ ვუყურებ, როგორც ადრე, ბავშვობაში…“ – რას ამბობს გიორგი ყიფშიძე?!

0
362
31 Views

მსახიობი გიორგი ყიფშიძე, რომელიც გარკვეული პერიოდის წინ თავს ცუდად გრძნობდა და კლინიკაში იწვა, საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს.

მსახიობმა ჟურნალ „სარკის” კითხვებს უპასუხა, მათ შორის იმასაც, თუ რა დამოკიდებულება აქვს გარდაცვალების მიმართ:

„მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით რწმენა გადავიდა სხვა პლანზე, მაინც არის ჩემში, ყოველ შემთხვევაში. ფანატიზმი საერთოდ არ მიყვარს არაფერში, თუმცა საჭიროა საქმეში, საჭირო ყოფილა რელიგიაში, მაგრამ თუ ფანატიკოსი ხარ რელიგიაში, მაშინ სხვა არაფერი უნდა აკეთო, ვინაიდან, მე სხვა რამესაც ვეხები, ე.ი. ფანატიკოსი არ ვარ. ცხოვრებამ ასე მოიტანა. ყველაფერი ცოტ-ცოტას ვარიანტია.

მარტო როდესაც ვრჩები, მაინც იმედი მაქვს, რომ ღმერთი არ გამწირავს. უფრო დადებითი ვარ. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, ვიყო დადებითი, ვიდრე უარყოფითი.

ადამიანს არასდროს გავუკეთებ იმას, რაც არ მინდა, მე გამიკეთონ, იმიტომ, რომ ვიცი, ორმაგად დამიბრუნდება უკან. აქედან გამომდინარე, სიკვდილსაც იმდენად შიშით აღარ ვუყურებ, როგორც ადრე, ბავშვობაში”, დასძენს მსახიობი.

Cesko